📌დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ, საკრებულოს წევრებმა, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და მოადგილე კოტე თოფურიამ ფოთის პორტში ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად ,,პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს, ადგილი, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.
📌ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და აქცენტი ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გააკეთეს. ისინი საქართველოში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში იმყოფებიან.
📌“ფოთის ახალი პორტი ,,პეის ტერმინალსი” 18 თვეში მიიღებს გემებს, რომელსაც ექნება საშუალება მინიმუმ 50 ათასი ტონა ტვირთამეწობის ტვირთი გაიტანონ ექსპორტზე ამერიკის, კანადის სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, რაც გამოიწვევს ტარიფების დაწევას და იგი ბევრად უფრო მოსაღები იქნება დამკვეთებისთვის. ამერიკული ინვესტიციის განხორციელება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, მოიტანს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს და ცხადია, ქვეყნის ეკონომიკურ გავითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს,”- განაცხადა ,,პეის ტერმინალსის” ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, სოსო დოლიძემ.