✅დღეს, 8 ნოემბერს, ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, მოადგილე აკაკი დარჯანია და საკრებულოს წევრები ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრნენ. ✅ქ. ფოთში განსახლებულ დევნილთა რიგით მეორე კონფერენციაზე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ბინათმშენებლობის განსახლების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, დევნილთა მამა-პაპისეულ საცხოვრისში ღირსეულად დაბრუნების საკითხები განიხილეს. ✅საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აფახაზეთის ა/რ -ის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ✅კონფერენცია მიზნად ისახავდა ფოთში განსახლებულ დევნილთა ყოფითი პრობლემების შესწავლას, განზოგადებას, მათი გადაწყვეტის გზების მოძიებასა და რეალიზებას. ✅კონფერენციამდე, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს საკრებულოს თავმჯდომარემ წევრებთან ერთად კაბინეტში უმასპინძლა.