✍ საკრებულომ პირველ საკითხად მიიღო განკარგულება რომლის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტის განხილვისა და დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, შესაბამისად ქალაქ ფოთის მერს დაევალა ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტის საჯარო განხილვის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვის და აღნიშნულის საფუძველზე, საბოლოო პროექტის შემუშავების უზრუნველყოფა. ✍ მე-2 საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს ის გარემოება, რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას შეუჩერდა უფლებამოსილება 2019 წლის 10 ნოემბრიდან აღკვეთი ღონისძიებების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებოთ, პატიმრობის მოქმედების ვადით. ✍ სულ მიღებულ იქნა 2 განკარგულება.