🔹 18 ნოემბერს ფოთში სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 161 წელი აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძის კოშკთან კულტურული ღონისძიებები ჩატარდა.
🔹ნიკო ნიკოლაძის კოშკში ფოთის ისტორიის ამსახველი სამუზეუმო ექსპონატების და ფოტოსურათები გამოიფინა.
🔹ქალაქის ისტორია ქვიშაზე ასახა ხელოვანმა ნონა გიუნაშვილმა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სიმებიანმა კვარტეტმა.
🔹1831 წელს ფოთის დასახლებაში ნავსადგურის მოსაწყობად, საპროექტო სამუშაოები დაიწყო. 1858 წლის 18 ნოემბერს კი, სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების შესახებ, დებულება დამტკიცდა. მალე კი ნავსადგურისა და ქალაქის აღმშენებლობას ნიკო ნიკოლაძე ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ფოთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქად აქცია.