2019 წლის 3 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდგომში: კოდექსი) ძირითადი ნაწილი, აგრეთვე, კოდექსის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებები, მათ შორის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილება და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება.
კოდექსის 141-ე მულხის 11-ე ნაწილის საფუძველზე, თვთმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს, 2013 წლის 09 დეკემბრის, N23/138 განკარგულებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოქმედ კანონმდებლობასთან მორგების მიზნით, გეგმაში შეტანილ იქნა ცვლილებები და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 ნოემბრის, N24/86 განკარგულების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება მისი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
ქალაქ ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ აღნიშნული გეგმა, მისი დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, შეესაბამება კოდექსით გათვალისწინებულ გენერალურ გეგმას, ხოლო ნაწილობრივ განაშენიანების გეგმას.
ამ ეტაპზე ქალაქ ფოთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდა არსებითი ცვლილებების გარეშე, კერძოდ, ცვლილებები არ ეხება დაგეგმვის კონცეფციას (არ იზრდება ჯამური განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, სართულიანობა და საცხოვრებელი ფონდის სიმჭიდროვე).
საჯარო განხილვა მიმდინარეობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. ფოთი, აღმაშენებლის N 12 ), ელექტრონული ფორმით.
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 20 ნოემბრამდე, ელექტონული ფოსტის მეშვეობით. ელ.ფოსტის მისამართი: info.poti@poti.gov.ge
იხილეთ ბმული