ქალაქ ფოთს სამუშაო ვიზიტით შვედეთის ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტის საგარეო განყოფილების უფროსი, საერთაშორისო კოორდინატორი სტეფან ედელსვარდი ეწვია. ✔ ვიზიტის ფარგლებში შვედეთის დელეგაციის წარმომადგენელი ქალაქში ბოლო ეტაპზე განხორციელებულ სამუშაოებს დაათვალიერებს და მოახდენს ორწლიანი პროექტის შეჯამებასა და ანალიზს. ასევე ეწვევა მიუსაფართა სასადილოს და გაეცნობა შინ მოვლის საქმიანობას. ✔️დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ და საკრებულოს წევრებმა სტუმარს შვედეთიდან საკრებულოში უმასპინძლეს. შეხვედრაზე განხორციელებული პროექტების შესახებ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ✔️ პროექტის ხელმძღვანელის ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ორწლიანი პარტნიორული პროექტის განხორციელების შეჯამება წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ფოთში ხანდაზმულთა დღის ცენტრი დაარსდა და სოციალური მუშაკები დატრენინგდა. ✔️პროექტი SIDA-ს მიერ ფინანსდება და მიზნად ისახავს ქალაქში მუნიციპალური სერვისების განვითარებას.
![ფოთს შვედეთიდან სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/11/72872480_2893442744002020_2059096480928497664_o.jpg)