🔹ფოთში სამუშაო ვიზიტით მყოფი, შვედეთის ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტის საერთაშორისო კოორდინატორი, სოციალური პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი სტეფან ედელსვარდი ქალაქ ფოთის მერს გოჩა კურდღელიას და მერის მოადგილეს მამუკა პაპასკირს შეხვდა.
🔹შეხვედრაზე ერთობლივი სოციალური პროექტი „სოციალური ჩართულობა ხანდაზმულთა და შშმ ბავშვებისათვის“ იქნა განხილული.
🔹სტეფან ედელსვარდი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს გაეცნობა, შეხვედრებს გამართავს ფოთის საკრებულოსა და სოციალურ ჯგუფებში.
🔹ქალაქ ფოთსა და შვედეთის ქალაქ ოსტამარს შორის დასრულდა ერთ-ერთი მორიგი პროექტის განხორციელება „სოციალური ჩართულობა ხანდაზმულთა და შშმ ბავშვებისათვის“, რომელიც SIDA-ს მიერ დაფინანსდა და მიზნად ისახავდა მუნიციპალური სერვისების განვითარებას ფოთში.
🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთნ გოჩა კურდღელიასთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
