დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ და სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის ქალაქ ოსტამარის მუნიციპალიტეტის საგარეო განყოფილების უფროსმა, საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა ორწლიანი პროექტის შეჯამების და ანალიზის მიზნით სოციალური მომსახურების და ასევე კოალიცია სოციალური რეფორმისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დღის ცენტრები დაათვალიერეს, გაეცნენ აქ არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. SIDA-ს მიერ დაფინასებული პროექტის ხელმძღვანელის ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ორწლიანი პარტნიორული პროექტის განხორციელების შეჯამება და სამომავლო პროექტების შემუშავება წარმოადგენს.