დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან აბაშიძეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის მოადგილე გურამ მისაბიშვილს შეხვდნენ. საუბარი შეეხო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ბინათმშენებლობის განსახლებას, ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, დევნილთა მამა-პაპისეულ საცხოვრებელში დაბრუნების საკითხები. შეხვედრაზე იმსჯელეს ფოთში განსახლებულ დევნილთა ყოფითი პრობლემების შესწავლის, მათი გადაწყვეტის გზების მოძიებისა და რეალიზების თაობაზე.
![აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/05/69816449_2898496193496675_5738090433603436544_o.jpg)