🔷დღეს, საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები და ქალაქის მერი გოჩა კურდღელია SIDA-ს მიერ დაფინასებული პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრნენ. 🔷შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელმა საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა ვრცლად ისაუბრა ორწლიანი პროექტის მიმდინარეობასა და დასკვნითი ეტაპის შესახებ. 🔷განხილულ იქნა პროექტით გათვალისწინებული თითოეული დეტალი და გაკეთდა მიღწეული შედეგების ანალიზი. შვედეთის ქალაქ ოსტამარის წარმომადგენლებმა SIDA -ს დახმარებით ფოთში ხანდაზმულთა დღის ცენტრის დაარსება და სოციალური მუშაკების დატრენინგება განახორციელეს. 🔷შეხვედრის დასასრულს იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა მომავალში დაიგეგმოს.