🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან,აკაკი დარჯანიასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან აბაშიძეს შეხვდა,სადაც საუბარი შეეხო იმ ინიციატივებსა და პროექტებს,რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
🔹შეხვედრის მონაწილეებმა იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე , განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
🔹შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის მოადგილე გურამ მისაბიშვილი ესწრებოდა.