დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რუსლან აბაშიძეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის მოადგილე გურამ მისაბიშვილს შეხვდნენ. საუბარი შეეხო დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის ბინათმშენებლობის განსახლებას, ასევე განიხილეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, დევნილთა მამა-პაპისეულ საცხოვრებელში დაბრუნების საკითხები. შეხვედრაზე იმსჯელეს ფოთში განსახლებულ დევნილთა ყოფითი პრობლემების შესწავლის, მათი გადაწყვეტის გზების მოძიებისა და რეალიზების თაობაზე.