✍ მ/წლის 21 ნოემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 25-ე რიგგარეშე სხდომა. ✍სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა ერთი განკარგულება. ✍განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ფოთში, წმ. გიორგის ქუჩა №24-ში მდებარე უძრავი ქონება უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადასცეს სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის საზღვაო აკადემიას.