ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა. მზად არის პროექტი, რომლის შესაბამისად მოხდება ისტორიული შენობის აღდგენა და კაპიტალური რემონტი. სამუშაოების ღირებულება 5 876 124 ლარს შეადგენს. შენობის რეაბილიტაციაზე ბათუმის საზღვაო სასწავლებელი იზრუნებს, რომელსაც აღნიშნული შენობა და საპროექტო დოკუმენტაცია გადაეცა. ხელშეკრულებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს ხელი. სარემონტო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და იგი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. 2021 წელს ქალაქში ახალი სასწავლებელი, საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი ამოქმედდება. მემორანდუმი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და სასწავლო უნივერსიტეტს „ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიას შორის“ მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა.