✍მ/ წლის 25 ნოემბერს გაიმართა საკრებულოს 26-ე გეგმიური მოწვევის სხდომა. ✍სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი, რომელზეც ერთხმად მიღებულ იქნა 5 განკარგულება პირველ საკითხზე მიღებულ იქნა განკარგულება, რომლის შესაბამისად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობის გამო, მერის მიერ წარმოდგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შენიშვნებით დაუბრუნდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელსაც დაევალა აღნიშნული განკარგულების შესრულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ✍საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საკრებულოს წევრების და ვეტერან სპორტსმენთა ინიციატივას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩისათვის სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ყოფილი კაპიტნის პეტრე ზამბახიძის სახელის მინიჭების თაობაზე. განსაკრგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მალთაყვის უბანში მდებარე ქუჩას ეწოდა პეტრე ზამბახიძის სახელი, აბრა წარწერით „პეტრე ზამბახიძის ქუჩა“ დაიდგმევა ქუჩის შემოსასვლელში. ✍სხდომაზე მიღებულ იქნა აგრეთვე განკარგულებები ქალაქ ფოთში ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 24 კვ.მ. და რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 19.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ და აგრეთვე დავით კლდიაშვილის ქუჩა №56-ში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.