ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ფოთში გარემოსდაცვითი პროექტების სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციას რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შპს „საქართველოს მელიორაციის“ და სხვა კომპანიების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტისა და ჰიდროინჟინერიის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მიზანი იყო დარგის ცნობილი სპეციალისტებისა და მკვლევარების, დამპროქტებელი კომპანიების, პრაქტიკული გამოცდილების მქონე საზოგადოების წარმომადგენელთა შეკრება, შეხედულებების შეჯერება და მსჯელობა ფოთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური პრობლემის, სანაპირო ზოლის რეცხვისა და პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური რეჟიმის აღდგენის მოსაგვარებლად. შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს.