🔹 ქალაქის ცენტრალურ უბანში, აკაკის, წმინდა გიორგის და მათ შემაერთებელ ყველა ქუჩაზე, აგრეთვე მშვიდობის, ბარათაშვილის, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩებზე, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის გზის საფარის დაგება, ტროტუარების, სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირების მოწყობა, გამწვანებისა და ქუჩების განათების სამუშაოები.
🔹კუნძულის უბანში, პირველ ეტაპზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს თავდადებულის, თამარ მეფისა და ბერდიანსკის ქუჩების რეაბილიტაციას. ეს არის კუნძულის უბნის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელი ქუჩები, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო.
🔹ნაბადის უბანში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ჭავჭავაძისა და ფალიაშვილის ქუჩების კეთილმოწყობას იწყებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია შემოვლითი, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა.
ფოთის ნავსადგურის გაფართოებამ, გაზრდილმა ტვირთბრუნვამ, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობამ, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა ქალაქი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით შემუშავდა ახალი, შემოვლითი გზის მშენებლობის გეგმა, რომლის მშენებლობას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი დააფინანსებს.
🔹 სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე-გეგიძის,ლარნაკას, რეკვავას ქუჩების ასფალტირებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.