🔹 ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე განათების სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა,რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ფოთის მერის მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად დაათვალიერა. 🔹 სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება მიმდინარეობს. ობიექტზე პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. 🔹 პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. 🔹 კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.