ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწემ, ნინო გვასალიამ 5-6 დეკემბერს გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ ჟენევაში გამართულ ყოველწლიურ სესიაზე „ჭკვიანი და მდგრადი ქალაქები, მმართველობის როლი და ინოვაციების პოლიტიკა” საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წარადგინა. სესიაზე გაეროს ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის პოლიტიკის საკითხებზე სპეციალისტთა ჯგუფის დისკუსია გაიმართა და განხილულ იქნა საკითხები:
* ქალაქები, როგორც ინოვაციებისა და მდგრადი გადაწყვეტილებების მიმღები კერა;
* ინოვაციური მეთოდები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის;
* მოქალაქეთა ჩართულობა ინოვაციებსა და ქალაქის მდგრადი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ერთ-ერთი სესია დაეთმო მდგრადი განვითარებისთვის ინოვაციებში საქართველოს პროგრესისა და საპილოტე პროგრამის განხილვას, სადაც გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა საქართველოს, როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყნის მნიშვნელობა რეგიონში.