გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს ,,ფოთი ფაუნდრის” მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფოთი ფაუნდრი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ფოთი, ლარნაკას ქ. N5;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2020 წლის 10 იანვარი, 14:00 საათი, ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების ანგარიშთან დაკავშირებით ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 29 იანვრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი მარშალ გელოვანის გამზირი. N6; ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge