სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში შპს
„ფაზის ოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოწყობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოწყობისა და ექსპლუატაციის პირობების ცვლილება
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფაზის ოილი”
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელ ყულევი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2019 წლის 24 დეკემბერი 14:00 საათი, ხობის მუნიციპალიტეტი, სოფ. ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2019 წლის 24 დეკემბერი 16:00 საათი, ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის, სოფ. ყულევის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში და ქ. ფოთის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge