🔹ფოთი 2020 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება.
🔹ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანია “ქოლორფულ სფირით“ ახორციელებს ქალაქგაფორმების სამუშაოებს.
🔹ილუმინაციებისა და სადღესასწაულო განათების მოწყობილობების მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის შემდეგ ქუჩებზე: დავით აღმაშენებელი, რუსთაველის რკალი, აკაკის და სამეგრელოს ქუჩებზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე, ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.
![საახალწლო განათებების მონტაჟი](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/12/80286003_453264752266198_4867384731731230720_n.jpg)