✍ 2019 წლის 17 დეკემბერს გაიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28-ე (რიგგარეშე) სხდომა. ✍ სხდომაზე მიღებულ იქნა ხუთი განკარგულება და დამტკიცდა ერთი დადგენილება. ✍ სხდომაზე დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად, ცვლილება შევიდა ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში. ცვლილებები შევიდა აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. ✍საკრებულოს წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საკითხები ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტალისა და 9 თვის შემოსულობების შესრულების და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ. ✍საკრებულოზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, მიეცა ქალაქის მერს თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) შორის სააგენტო ხელშეკრულების (სპორტული თევზჭერის განვითარება – მარტოწყალას ტბის კეთილმოწყობა) გაფორმებაზე ✍სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის სამუშაო გეგმა.