🔄პროექტი ,,ახალგაზრდული იდეა ფოთს“ დასრუდა. დღეს, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ავტორებმა აუდიტორიას დეტალურად გააცნეს და ფოტო და ვიდეო მასალით წარმოუდგინეს. პრეზენტაციამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული 15 წლის მოზარდის ხსოვნას.
🔄პრეზენტაციას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერის მოადგილეები: კონსტანტინე თოფურია, პაატა ლაგვილა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ქალაქის საზოგადოების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
🔄პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 7 გამარჯვებული:
↗️ ტურისტული დაფები, ავტორი ალექსანდრე გიორგაძე.
↗️გულის ფორმის კონტრუქცია ოსტამმარის სკვერში – ავტორები:სალომე სორდია, მელანო დგებუაძე.
↗️ N2 საჯარო სკოლის მინი-საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია – ავტორი გიული გვარამია.
↗️ბურჯი ეროვნებისა, ავტორები: ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა.
↗️ ფამფტრეკები – ავტორი ნიკა სიმონიშვილი.
↗️მოცეკვავე შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე- ავტორი ცოტნე ხარებავა.
↗️ნაბადის უბანში სკვერის მოწყობა – ავტორი ლუკა ცანავა.
🔄პროექტი ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს“ მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწვეტილების მიღების პროცესში.
🔄შეხვედრა აქტიური დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.