🔹დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების იდეა ფოთს“ გამარჯვებული იდეების პრეზენტაცია გაიმართა.
🔹პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივაა და მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენას და მათ განხორციელებას.
🔹პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ინიციატივები ონლაინ-პლატფორმის საშუალებით წარედგინათ, დარეგისტრირებული 50-მდე იდეიდან გამარჯვებული 7 იდეა გამოვლინდა მოსახლეობის მიერ ხმის მიცემის შედეგად.
🔹გამარჯვებული იდეების ავტორები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სიგელებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ იდეებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 2020 წელს განახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 300 000 ლარია. გამარჯვებული იდეებია:
🔹ტურისტული დაფები – იდეის ავტორი: ალექსანდრე გიორგაძე;
🔹გულის კონსტრუქცია – იდეის ავტორები: სალომე სორდია, მელანო დგებუაძე;
🔹მეორე სკოლის მინი-სტადიონი – იდეის ავტორი: გიული გვარამია;
🔹ბურჯი ეროვნებისა – იდეის ავტორები:
🔹ნიკა გვასალია, ხვიჩა სურმავა; ფამფტრეკები – იდეის ავტორი: ნიკა სიმონიშვილი;
🔹ნაბადის სკვერი ეკლესიასთან – იდეის ავტორი: ლუკა ცანავა;
🔹მოცეკვავი შადრევანი აღმაშენებლის ხიდზე – იდეის ავტორიცოტნე ხარებავა.