🔷დღეს, საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ფრაქციების გაერთიანებული სხდომა გაიმარათა, სადაც განხილულ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი. 🔷სხდომაზე მოწვეული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურის უფროსები. 🔷2020 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები კვლავ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, სპორტის და კულტურის განვითარებაა. 🔷სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ ხაზგასმით აღინიშნა სოციალური და ინფრასტრუქტურული სფეროების დაფინანსების გაზრდის აუცილებლობის შესახებ, გარკვეული ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე სკოლამდელი საააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგთა სახელფასო განაკვეთის გაზრდის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიზნით. 🔷მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 18 581, 1 ლარია გათვალისწინებული და 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 700 ათასი ლარით არის გაზრდილი. 🔷ბიუჯეტის პროექტი საბოლოო სახეს საკრებულოს მიერ შეტანილი შენიშვნების განხილვის შემდეგ მიიღებს.