✅ საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში 2020 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა შედგა.
🔹 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 15%-ით, 2 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე აისახება.
🔹ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელ ამოცანებს შორისაა: კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალური რემონტი და ფასადების რეაბილიტაცია.
🔹2020 წელს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების კუთხით 6 ახალ პროგრამას განახორციელებს. მათ შორისაა წარმატებული სტუდენტების დაფინანსება, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სამედიცინო შემოწმება, აუტისტური სპექტრის ბავშვთა და ონკოლოგიური პაციენტების სტაციონარული მომსახურების დაფინანსების გაორმაგება.
ქალაქ ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით პრობლემების გადაჭრისა და სიახლეების დაგეგმის კუთხით 2019 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. თუმც 2020 წელს ამბიციური გეგმებით ვხვდებით. მან დამსწრეთ ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და დასმულ შეკითხვებს უპასუხა.