📌საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები: კოტე თოფურია, მამუკა პაპასკირი, პაატა ლაგვილავა დაინტერესებულ პირებთან ერთად და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
📌ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია უძღვებოდა. შეკრებილ საზოგადოებას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ გააცნო.
📌მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტით 18 მილიონ 581 ათას 100 ლარია გათვალისწინებული, რაც 2018 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 700 ათასი ლარით არის გაზრდილი. 2020-2023 წლების პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის განვითარება, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
📌საჯარო განხილვაზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიების თავმჯდომარეებმა ბაქარ ერაგამ და ბექა ვაჭარაძემ მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრეს და საკუთარი საბიუჯეტო ინიციატივები წარმოაგინეს. დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ უპასუხა.