✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის, ავსტრიისა და საქართველოს მთავრობებისგან ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროექტის განსახოციელებლად.
🔹პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მიიღებს 60 000 ლარის ღირებულების გრანტს სპორტული მეთევზეობის განვითარებისთვის, მოეწყობა მარტოწყალას ტბის სათევზაო ინფრასტრუქტურა, ტბის მიმდებარედ განთავსდება ხის კოტეჯები, სტანდარტული და შშმ პირთათვის განკუთვნილი სათევზაო პირსები, მოეწყობა განათება, დამონტაჟდება ვიდეოკამერები ბრაკონიერობის საწინააღმდეგოდ, გამრავლდება თევზების პოპულაციები.
🔹გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო კონკურსში 23 მუნიციპალიტეტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დაფინანსდება 7 მუნიციპალიტეტის პროექტები: ქალაქ ფოთის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის.
🔹შვიდივე მუნიციპალიტეტი ერთად მიიღებს 670,000 ლარის ოდენობის დახმარებას, რომელიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი რეწვისა და ვაჭრობის განვითარებას მოხმარდება.