✍ 25 დეკემბერს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 29-ე გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი მიღებულ იქნა ორი დადგენილება და ორი განკარგულება.
✍ხმათა უმრავლესობით საკრებულოს წევრთა მიერ დამტკიცდა დადგენილება, რომლის შეაბამისად შევიდა ცვლილება ქალაქის სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამაში.
✍სხდომაზე მოწონებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები.
✍საკრებულოს სხდომაზე მიღებული განკარგულების შესაბამისად, ქალაქის მერს მიეცა თანხმობა განახორციელოს პარკირების საერთო ადგილის ქალაქის საკუთრებაში არსებული შოთა მეგრელიშვილის სანაპიროზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემა. ამავე განკარგულების შესაბამისად დამტკიცდა სააუქციონო პირობები.
✍საკრებულოს 29-ე გეგმიური მოწვევის სხდომაზე განხილულ იქნა წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა მერის რწმუნებულმა – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ.
✍საკრებულოს სხდომა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანიას ხელმძღვანელობით, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა ესწერებოდა პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში პირდაპირი ეთერის
რეჟიმში მიმდინარეობდა.