✅საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
✅გრანტი მოხმარდება მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, კერძოდ, საშუალოვადიან დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას 2020-2023 წლებში.
✅მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მიიღებს 2 მილიონი ლარის კაპიტალურ გრანტს.
![ფინანსთა სამინისტრომ ფოთს 2 მლნ. გრანტი გამოუყო](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/12/81137115_1282374835280298_1351791285119221760_n.jpg)