ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.
(ა)იპ სახელოვნებო ცენტრის აღსაზრდელებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი წარადგინეს.
2019 წელს ფოთის მუნიციპალიტეტის სახსრებით გარემონტდა სამზარეულო და სასადილო დარბაზი. მოპირკეთდა სასადილოს ეზო და ტროტუარი.
ა(ა)იპ მომსახურების ცენტრის სასადილოში 250 ბენეფიციარი ირიცხება.