▶ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მოადგილესთან პაატა ლაგვილავასთან ერთად შობა-ახალი წელი იმ უწყებებს მიულოცეს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ➡ “ჩვენ მივულოცეთ ახალი წელი იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის, უსაფრთხოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. ფასდაუდებელია მათი შრომა. მინდა თოთოეულ თქვენგანს გისურვოთ ჯანმრთელობა,კეთილდღეობა მშვიდობა და დღეგრძელობა. კიდევ დიდხანს ყოფილიყავით ხალხისა და ქვეყნის სამსახურში“ – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. ➡ ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, სასწარაფო დახმარების ცენტრში, პოლიციის მთავარ სამმართველოში,სასაზღვრო პოლიციაში,რკინიგზაში და შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ, მათ სასაჩუქრე კალათები გადასცეს და მომავალში წარმატებული საქმიანობა უსურვეს.
