ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ სამუშაო თათბირი გამართა,სადაც 2019 წელი შეაჯამა და 2020 წელს დაგეგმილ პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა.
📌 2019 წელს განხორციელებული პროექტები:
🔷 დასრულდა ბარათაშვილის ქუჩისა და მალთაყვის ბულვართან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა
🔷დასრულდა კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები;
🔷 გაზიფიცირდა 5 საბავშვო ბაღი;
🔷 ქალაქის ხუთ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები;
🔷დაიწყო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
🔷 დაიწყო მდინარე კაპარჭის გაწმენდითი სამუშაოები
🔷 მთელს ქალაქში დამონტაჟდა ახალი ლედ-განათებები;
🔷 კოსტავას ქუჩაზე,ტროტუარებზე დაიგო ახალი ფილები;
🔷დაიდგა ატრაქციონები ქალაქის ხუთ ლოკაციაზე;
🔷 დამონტაჟდა ტრენაჟორები ორ ლოკაციაზე;
🔷17 მრავალბინიან კორპუსზე გამოიცვალა სახურავი;
🔷კეთილმოეწყო 25 მრავალბინიანი სახლის 14 ეზო;
🔷რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 ლიფტს;
🔷 დაიწყო მე-2 საჯარო სკოლის სპორტდარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც აპრილის თვეში დასრულდება.
🔷დაიწყო საფეხბურთო სკოლისთვის ორი ბუნებრივსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნების მშენებლობა.
📌 2020 დაგეგმილი პროექტები:
🔷 მოხდება ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია, სადაც საზღვაო სასწავლებელი განთავსდება.;
🔷 გაიწმინდება და აღდგება მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი, მოეწყობა ნაპირდამცავი ჯებირები. რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და წყალდიდობის პრევენციის მიზნით;
🔷 ფოთში მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება.სანიჩბოსნო ბაზაზე განთავსდება საცურაო აუზი, შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
🔷 მოხდება ფოთის ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ადგილები და სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის;
🔷 იგეგმება ყოფილი უშიშროების შენობის რეაბილიტაცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
🔷 რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის, თავდადებულის, თამარ მეფის, ბერდიანსკის, ბესიკის, აკაკის და წმ. გიორგის ქუჩებს;
🔷აპრილის თვიდან ფოთს 10 ახალი ავტობუსი ეყოლება, მოეწყობა გაჩერების ადგილები;
🔷გამოცხადებულია ტენდერი სატუმბი სადგურის მშენებლობაზე, რაც წვიმების დროს ქალაქს დატბორვისგან დაიცავს
🔷მარტოწყალას (გაზკანტორის) ტბაზე სათევზაო ტურიზმის ცენტრის მოწყობა;
🔷 პროექტის, ”ახალგაზრდების იდეა ფოთს” გამარჯვებული იდეების განხორციელება;
🔷 კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის მეორე ეტაპის სამუშაოები;
🔷 საცურაო აუზის და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება;
🔷ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები;
🔷 ატრაქციონები, ტრენაჟორები და მინისტადიონების რეაბილიტაცია და მშენებლობა
🔷მრავლსართულიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოები. 2019 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 2700-მდე მოქალაქემ და ოჯახმა ისარგებლა.