✅ქალაქ ფოთში , კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა,რომლის ღირებულება 1 950 375 ლარს შეადგენს. ✅ პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას, კერძოდ: ჩოგბურთის კორტის მოწყობას , 270 ადგილიანი ტრიბუნით, მინი-საფეხბურთო მოედნის (გასახდელის შენობის, საშხაპითა და სან -კვანძით) და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. კომპლექსის სამივე მხარეს მოეწყობა ღია ავტოსადგომები. ✅აშენდება პენსიონერთა კლუბის სახლი; ✅ ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ძირითად ჯებირს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. ✅კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა ,რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება ,შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.