დღეს, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ, ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ქალაქში გამართულ საშობაო ალილოს ტრადიციულ მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
სარიტუალო მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც სასულიერო პირები და სტიქაროსნები მოუძღოდათ წინ. ალილოს მონაწილეები გალობით გაემართნენ ცენტრალური საკათედრო ტაძრისაკენ. გზადაგზა მათ ქალაქის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
ტრადიციისამებრ, ალილოს მსვლელობისას შეგროვდა ტკბილეული და საშობაო ნობათი, რაშიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმაც გაიღო წვლილი. შეგროვილი საჩუქრები კი შემდგომ სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.
საზეიმო მსვლელობა საკათედრო ტაძარში დასრულდა.
