7 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ლიტურგია ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა , მეუფე გრიგოლმა აღასრულა. მას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები მრევლთან ერთად დაესწრნენ. სადღესასწაულო წირვა ფოთის ყველა ტაძარში ჩატარდა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!