✅ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ წლის საუკეთესო სპორტსმენი დააჯილდოვა. ეს ტიტული მოჭიდავე გივი ნადარეიშვილს ერგო, რომელმაც 2019 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატში სამბოში დიდებს შორის III ადგილი მოიპოვა. მუნიციპალიტეტის სახელით სპორტსმენს ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენებით გადაეცა. მუნიციპალიტეტის ჯილდო გადაეცა დამსახურებულ მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს -ფულადი ჯილდო -1000 ლარი.
✅მეორე ადგილი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის I ადგილის მოპოვებისათვის, ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილის მოპოვებისთვის ჯაბა თურქიას ერგო ( ფულადი ჯილდო 1500 ლარი), მწვრთნელი –კონსტანტინე ხუბუტია -(750 ლარი).
✅მესამე ადგილი -2019 წელს ევროპის ჩემპიონატზე კრივში ჭაბუკთა შორის III ადგილის მოპოვებისათვის- გიორგი საჯაიას გადაეცა – (ფულადი ჯილდო -1000 ლარი), მწვრთნელი – დავით დავთიანი – ფულადი ჯილდო -500 ლარი. ✅ქალაქ ფოთში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ფეხბურთის მწვრთელ-მასწავლებელი, ფოთის საპატიო მოქალაქე ბატონი ნუგზარ ლემონჯავა. ადამიანი რომელიც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ემსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდისა და დაოსტატების საქმეს. ✅პარაოლიმპიური სპორტულ პირველობაზე მიღწეული წარმატებისათვის ჯილდო გადაეცა ლევან ბიბილურს და მის მწვრთნელს ნუგზარ ფანცულაიას. ✅ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას და ა(ა) იპ ქალაქ ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრის დირექტორის ბექა გუგუშვილის გადაწყვეტილებით, წლის წარმატებული სპორტსმენი გივი ნადარეიშვილი კრივის სკოლაში მწვრთნელად იმუშავებს.