🎄7 იანვარს, ქალაქის ცენტრში მთავარ ნაძვისხესთან გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა, ფოლკლორულმა, ვოკალურმა და საესტრადო ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა. კონცერტზე რამდენიმე ნომერი ჯგუფმა „ფრანმა“ შეასრულა.
🎄ადგილზე წარმოდგენილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც მსურველებს გლიტვეინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.
🎀დაჯილდოვდა წარმატებული სპორტსმენები. ეს ტიტული მოჭიდავე გივი ნადარეიშვილს ერგო, რომელმაც 2019 წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატში სამბოში დიდებს შორის III ადგილი მოიპოვა. მუნიციპალიტეტის სახელით სპორტსმენს ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენებით გადაეცა.
🎀მუნიციპალიტეტის ჯილდო გადაეცა დამსახურებულ მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს -ფულადი ჯილდო -1000 ლარი.
🎀მეორე ადგილი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში ჭაბუკთა შორის I ადგილის მოპოვებისათვის, ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილის მოპოვებისთვის ჯაბა თურქიას ერგო ( ფულადი ჯილდო 1500 ლარი), მწვრთნელი –კონსტანტინე ხუბუტია -(750 ლარი).
🎀მესამე ადგილი -2019 წელს ევროპის ჩემპიონატზე კრივში ჭაბუკთა შორის III ადგილის მოპოვებისათვის- გიორგი საჯაიას გადაეცა – (ფულადი ჯილდო -1000 ლარი), მწვრთნელი – დავით დავთიანი – ფულადი ჯილდო -500 ლარი.
🎀ქალაქ ფოთში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა ფეხბურთის მწვრთელ-მასწავლებელი, ფოთის საპატიო მოქალაქე ნუგზარ ლემონჯავა.
🎀წარმატებისათვის ჯილდო გადაეცა ლევან ბიბილურს და მის მწვრთნელს ნუგზარ ფანცულაიას.
🎄კონცერტის ბოლოს ცეცხლოვანი შოუ მოაწყო, ხოლო ელექტრონული მუსიკა Djelesto წარმოადგენა.