📌ქალაქ ფოთში, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე, ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
პროექტი ითვალისწინებს:
▶️არსებულ სანიაღვრე არხებს შორის 2 კამერიანი სარეგულაციო რეზერვუარის მოწყობას, რომლის პირველ კამერას ექნება სალექარის ფუნქციები;
▶️არსებული სანიაღვრე არხებიდან სარეგულაციო რეზერვუარამდე მიმყვანი არხების მოწყობას;
▶️ავანკამერის მოწყობას ჩაძირული ტუმბოებისათვის;
▶️არსებული სატუმბი სადგურის შენობის რეკონსტრუქციას მასში მართვის პულტის მოწყობის მიზნით;
▶️ზღვის ტალღებისგან ტერიტორიის დამცავი შპუნტოვანი კედლის მოწყობას;
▶️სანიაღვრე წყლების უშუალოდ ზღვაში ჩაგდების მიზნით,სადაწნეო მილსადენების მოწყობას მილსადენების ბოლოების შპუნტოვან კედელზე დამაგრებით;
შპუნტოვანი კედელთან (ზღვის მხარეს) სანიაღვრე და ზღვის წყლების ენერგიის ჩამქრობი რისბერმის მოწყობას;
▶️სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობას;
პროექტის ღირებულება 1`047`442.00 ლარს შეადგენს და იგი საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ძლიერი წვიმების დროს ქუჩების დატბორვის თავიდან ასაცილებლად.