▶️ფოთში მელიორაციის სამსახური შეიქმნა, რომელიც ამ კუთხით ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. ▶️სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ფოთის მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. სამსახური ახალი ჩამოყალიბებულია და მისი მიზანი: ქალაქის უბნების დატბორვის თავიდან აცილება, დაჭაობებული უბნების დაშრობა, ხელოვნური წყალსატევების, წყალმიმღებების, სატუმბი სადგურების რეგულირება, მუნიციპალიტეტის სანიაღვრეებზე და სამელიორაციო სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების დაცვა და ზედამხედველობაა. ▶️სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე ფოთში მელიორაციის კუთხით არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, სპეციალისტებისგან სფეროში არსებული ვითარება მოისმინა და სამსახურის გეგმებს ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და მის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.