✔ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ , ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ,მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ არქიტექტორებთან ერთად ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპით განსახორციელებელი სამუშაოები დაათვალირეს. პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, მოხდა სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა. კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჯერად გამოცხადებულია ტენდერი პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. სახელმწიფო რწმუნებულმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის სამი საკვანძო ქუჩის სრული რეაბილიტაციის საკითხზე. მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება აკაკის, წმ. გიორგის და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია. განკარგულების შესაბამისად ამ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქცვეუწყებო დაწესებულება, საქართველოს გზების დეპარტამენტი განახორციელებს.