✍ 20 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და სამი განკარგულება. ✍სხდომაზე მიღებული განკარგულებით, მიეცა თანხმობა ქალაქის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9 ერთეული უძრავი ქონების ა (ა) იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციისთვის გადაცემაზე. ✍საკრებულომ განიხილა და დააკმაყოფილა წარმოდგენილი 2020 წლის 22 დეკემბრის პეტიცია. ცნობად იქნა მიღებული მერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში გაიზარდა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სატენდერო პირობებში გათვალისწინებულ იქნება მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციის მომსახურების შესყიდვა . ქალაქის მერს ამავე განკარგულებით დაევალა ამ პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებების გატარება. ✍საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება ქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ, რომლის მიხედვით შარშანდელთან შედარებით ფასი არ გაზრდილა.