ქალაქ ფოთის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია უკრაინის ელჩს საქართველოში იგორ დალგოვს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ოლეგ პაგანეცი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას, სამრეწველო-სატრანსპორტო კომპანიების მუშაობას.
კონსტანტინე თოფურიამ ელჩს ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.