📌 ფოთის საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია შეხვდა. ისაუბრეს გუნდის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. მან ფეხბურთელებს სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა. მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით, ქალაქში მოქმედმა თევზის გადადამუშავებელმა საწარმოებმა, შპს “აისბერგი 2”, შპს ,,გეოფიშ კომპანი“, შპს “ზღვის პროდუქტები”, შპს ,,მბმ”, გუნდს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადეს.
📌 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტტის მერია მადლობას უხდის კომპანიების ხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ქალაქს შეუნარჩუნდება საფეხბურთო ტრადიცია და გუნდს მიეცემა განვითარების შესაძლებლობა.