2020 წლის 14 – 15 თებერვალს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ზუგდიდის ოფისში, მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N52 (10:00 სთ-დან – 18:00 სთ-მდე) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და ზრდასრული მოსახლეობისათვის უფასო გასინჯვა.
უფასო ღონისძიების ჩატარება, ემსახურება: მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტიკას,მიზეზების დადგენასა და მის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის დასახვას, მშობლისათვის/პაციენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებსა და საშუალებებზე.