📌ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ქალაქს გადმოეცა.
🔵 სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს N 1/1-452 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადმოეცა.
🔵უახლოეს მომავალში განხორციელდება შენობის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები. პირველ ეტაპზე მოხდება პროექტირება, რის შემდეგაც ფონდი ,,ქართუ“ -ს ფინანსური მხარდაჭერით, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეაბილიტაციის შემდეგ, შენობაში ფოთის სამხატვრო გალერეა განთავსდება.
🔵ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოდერნის სტილში, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი შენობა გასული საუკუნის დასაწყისში, 1901-1910 წლებში გერმანელ არქიტეტქტორ, ედმონდ ფრიკის ავტორობით აშენდა. ნაგებობა ულამაზესი არქიტექტურული დეტალებით და მხატვრული ელემენტებით ხასიათდება.