🔹ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია საჯარო სკოლებში ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით N1 და N3 საჯარო სკოლებში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა.
🔹2019 წელს ქალაქის 5 საჯარო სკოლაში კაპიტალური რემონტი ჩატარდა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 468 ათასი ლარი დაიხარჯა. 🔹პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები ჩატარდა.
🔹სკოლების რეაბილიტაცია და სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელსაც განხორციელდება.