▶️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ფოთში, ბესიკის ქუჩა N- 31 მდ. კაპარჭის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიჩბოსნო ბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
▶️ სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ტრანსფერითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 3 182 655 ლარს შეადგენს. (დღგ-ს გარეშე)
▶️ ქალაქ ფოთში, ბესიკის ქუჩაზე, მდინარე კაპარჭის მიმდებარედ არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. არსებული ამორტიზირებული ნაგებობები კი დემონტაჟს დაექვემდებარება.