📌 ქალაქ ფოთში, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.
▶️ ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობა არსებული კონსტრუქციის დემონტაჟს ითვალისწინებს-ტერიტორიაზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე არხების, ღობის, განათების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს.
სამუშაოების ღირებულება 941 276 ლარს შეადგენს. სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის ტრანსფერით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
▶️ ავტოპარკი იმ 10 ახალი ავტობუსისთვის შენდება, რომელიც ქალაქს “საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამით“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გადაეცემა.
![ქალაქ ფოთში, ავტობუსების ავტოპარკის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2020/02/84191618_2885410424848348_6801779220927217664_n.jpg)